სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოთი დაინტერესებული გერმანელი თეოლოგი

გერმანელი თეოლოგი ადოლფ ფონ ჰარნაკი 1851 წელს დაიბადა. იყო პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ბერლინის უნივერსიტეტის რექტორი (1901 წლიდან). ავტორია მრავალი თეოლიგიური გამოკვლევისა („დოგმების ისტორია“ სამ ტომად (1885-1890), „ძველი ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია ევსებიოსმდე“ სამ ტომად (1893-1904), „ქრისტიანობის არსი“ (1900), „მონაზვნობა, მისი იდეალები და ისტორია“ (მე-6 გამოცემა, 1903)].

1900-იან წლებში, ჰარნაკთან პეტერბურგის უნივერსიტეტიდან მიავლინეს ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“, ჰარნაკის კომენტარებითურთ (1901). 1903 წელს ნიკო მარის შრომის - „სინის მთაზე მუშაობის წინასწარი ანგარიში“ გაცნობამ გააღრმავა ჰარნაკის ინტერესი საქართველოსადმი. მან მოუწოდა გერმანელ მეცნიერებს შეესწავლათ საქართველოს ისტორია და კულტურა, რამაც დიდი გამოძახილი იქონია დასავლეთ ევროპაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100