სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საიდუმლოებით მოცული მოაი

მოაი დაპრესილი ვულკანური ფერფლისგან დამზადებული ქვის ქანდაკებებია აღდგომის კუნძულზე. მოაის ყველა ქანდაკება მონოლითურია, ანუ ქვის ერთი ნატეხისგან არის დამზადებული და არ არის შეწებებული, ან მიმაგრებული ერთმანეთზე. წონა ზოგჯერ 20 ტონასაც აღწევს, სიმაღლე კი - 6 მეტრს.

აღდგომის კუნძულზე სულ 997 ასეთი ძეგლია. ყველა მოაი, გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, კუნძულის სიღრმისკენ იმზირება და არა ოკეანისკენ.

სავარაუდოდ, მოაის ქანდაკებები კუნძულ პოლინეზიის მცხოვრებლებმა აღმართეს 1000-1100 წლებში. მოაის დამამზადებლები განსხვავებული პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლები იყვენენ, რომლებიც ოსტატთა უმაღლეს იერარქიაში იკავებდნენ ადგილს.მოაის დამზადება და დაყენება უდიდეს შრომასა და ხარჯებს მოითხოვდა. დღემდე უცნობია, როგორ აადგილებდნენ მოაის, ამისათვის ადამიანის ძალა, თოკები, ხის სათრეველები, ან ბორბლები იყო საჭირო.

ჩეხი მკვლევარი პაველ პაველი მიიჩნევს, რომ ქანდაკებებს თოკებით მიათრევდნენ. მე-19 საუკუნის შუა ხანებში, მოაის ბევრი ქანდაკება ქვის სამტეხლოებისკენ წაიღეს, თუმცა, დღეისათვის, საცერემონიო მოედანზე 50 ნაგებობაა რეკონსტრუირებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100