მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ბიბლიოთეკა

ალექსანდრიის სამეფო ბიბლიოთეკა ალექსანდრიაში, ეგვიპტეში, ერთ დროს მსოფლიოში უდიდესი ბიბლიოთეკა იყო. მიიჩნევენ, რომ ბიბლიოთეკა დაარსდა ძვ.წ. - ის მე-3 საუკუნის დასაწყისში, ეგვიპტეში პტოლემეოს II-ის მეფობის ჟამს, მას შემდეგ რაც პტოლემეოსის მამამ მიწასთან გაასწორა მუზათა ტაძარი „მუზეუმი“ (აქედან წარმოსდგება თანამედროვე ტერმინი მუზეუმი), რაც შემდეგ ბიბლიოთეკის კომპლექსის პირველი ნაწილი გახდა.

მისი არსებობის პიკში, სამეფო ბიბლიოთეკას, როგორც მიიჩნევენ, შესაძლოა, დაახლოებით 700.000-მდე წიგნი ჰქონოდა და თავდაპირველად ორგანიზებული იქნა დემეტრიოს ფალერეუსის მიერ. ასევე მიიჩნევენ, რომ ბიბლიოთეკა ხანძარმა გაანადგურა, თუმცა ამ განადგურების ფაქტის დეტალები დიდი კამათის საგანია. ძველი ბიბლიოთეკის ადგილთან, 2003 წელს, ახალი „ბიბლიოთეკა ალექსანდრინას“ ინაუგურაცია ჩატარდა.

კომენტარი