სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინდის ცივილიზაცია და გაუშიფრავი დამწერლობა

ინდის ან ჰარაპის ცივილიზაცია, კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციაა, ძველეგვიპტურსა და შუმურულ ცივილიზაციებთან. ამ სამიდან იკავებდა ყველაზე დიდ ადგილს. ვითარდებოდა ინდის ხეობაში, არიელების მოსვლამდე, ჩ.წ.-მდე III საუკუნეებში. ცივილიზაციის ძირითადი ცენტრები იყო: ჰარაპა, ლოთჰალა და მოჰენჯო-დარო.

მოჰენჯო-დაროში და სხვა ტერიტორიში აღმოჩენილია ირიგაციული მიწამოქმედების საწყისები. ასევე მოჰენჯო-დაროში აღმოჩენილია ყველაზე ცნობილი საპირფარეშო და კანალიზაცია. ინდის ხეობის დამწერლობა დღესაც გაუშიფრავია, ამიტომაც მმართველების სახელები და მმართველობის ფორმა უცნობია.

ინდის ცივილიზაციის დაისი ძვ. წ. XVIII–XVII საუკუნეებში მოხდა. ამ დროს, დრავიდური მოსახლეობა გადადის სამხრეთ-აღმოსავლეთით და კარგავს განვითარების დონეს. სავარაუდოდ, ცივილიზაციას ბოლო დარტყმა მიაყენეს არილებმა, რომლებიც ინდის ხეობაში შეიჭრნენ, ეს შეტევა აღწერილია "რიგვედაშიც".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100