პლანეტის ყველაზე ძლიერი მტაცებლები – “დიდი კატები”

მეცნიერები ბუნებაში, დიდ კატებად წოდებული ოჯახის ექვს სახეობას გამოყოფენ. ამათგან ლომი, იაგუარი, ვეფხვი, ლეოპარდი (ჯიქი) და თეთრი ლეოპარდი პანტერათა ჯგუფს მიეკუთვნებიან. დიდი კატების ოჯახს ხშირად ე. წ. ხალებიან ლეოპარდსაც მიაკუთვნებენ, თუმცა იგი არ ენათესავება ამ ოჯახის რომელიმე წარმომადგენელს.

დიდი კატები ბინადრობენ აზიასა და აფრიკაში. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ იაგუარი, რომელიც გვხვდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკასა და აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთში.

დედამიწაზე კატები 25 მილიონ წელიწადზე მეტია, ბინადრობენ. ყველაზე უძველესი და ცნობილი კატის სახეობა იყო ე. წ. ხმალკბილა ვეფხვი, რომლის ეშვები 20 სანტიმეტრს აღწევდა. ამ მტაცებლის ძირითადი უპირატესობა, ბასრი კბილები, მას საშუალებას აძლევდა უდიდეს ცხოველებზე ენადირა.

კომენტარი