მეცნიერებმა საკეისრო კვეთით მშობიარობის ახალი მავნე თვისება აღმოაჩინეს

ბავშვზე მრავალრიცხოვან ნეგატიურ გავლენებთან ერთად საკეისრო კვეთა დედის ორგანიზმისთვისაც წარმოადგენს საფრთხეს.

მეცნიერებმა ახლახანს დაადგინეს, რომ მშობიარობის ამ ხერხის გამოყენების შემდეგ ქალს ინტიმური ხასიათის პრობლემები ექმნება.

საკეისრო კვეთის შემდეგ ქალბატონებს სექსის დროს მტკივნეული შეგრძნებები ორჯერ უფრო ხშირად აწუხებთ ვიდრე ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ. სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტი, რომ აღნიშნული შეგრძნებები საკეისრო კვეთიდან ერთი წლის შემდეგაც ფიქსირდება, მაშინ როდესაც ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ ქალი ჩვეულ სექსუალურ ცხოვრებას სამი თვის შემდეგ უბრუნდება.

აღნიშნული დასკვნა ავსტრალიელმა მეცნიერებმა 6 სხვადასხვა საავადმყოფოდან მიღებული სტატისტიკური მონაცემების შესწავლის შემდეგ გამოიტანეს.

კომენტარი