მსოფლიო საოცრება - ალექსანდრიის შუქურა

ალექსანდრიის შუქურა ალექსანდრიაში, ეგვიპტეში მდებარეობდა. აშენდა ძვ.წ. 279 წელს, მე-3 საუკუნეში და მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად მიიჩნევა. მან ფუნქციონირება შეწყვიტა და თითქმის სრულიად დაინგრა მე-14 საუკუნეში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად.

შუქურის ნარჩენები ნაპოვნი იქნა მყვინთავების მიერ, 1994 წელს, შემდეგ კი სატელიტური ფოტოებით შუქურის დანარჩენი ნაწილები აღმოაჩინეს. ნაგებობის კოშკი, სავარაუდოდ, 134 მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო, და იმ დროისთვის დედამიწაზე არსებულ, ადამიანის მიერ აგებულ ყველაზე მაღალ ნაგებობას წარმოადგენდა.

თეთრი ქვის ბლოკებით ნაგები კოშკი სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა მართკუთხა პლატფორმა ცენტრალური ფუნდამენტით, შუა ოქტაგონური სექცია, და მაღლა კი, მრგვალი სექცია. შუქურის თავში დიდი სარკე იყო დამონტაჟებული, რომელიც დღის განმავლობაში მზეს ირეკლავდა და მისი შუქი 100 კილომეტრზე აღწევდა,ღამე კი ცეცხლს ანთებდნენ.

კომენტარი