კასტორი – ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ცაზე

კასტორი სიკაშკაშით მეორე ვარსკვლავია მარჩბივის თანავარსკვლავედში და ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ცაზე. კასტორის ორმაგი ვარსკვლავი ჯერ კიდევ 1678 წელს შეამჩნიეს. კუთხური მანძილი მის კომპონენტებს შორის 4″ შეადგენს და ბრუნვის პერიოდი 350 წელს უტოლდება. ყოველი კომპონენტი სპექტრალურ-ორმაგი ვარსკვლავია.

კასტორი ექვსი კომპონენტისგან შედგება. გამოიკვლიეს, რომ რომ დაბალი ნათების ცვალებადი ვარსკვლავი, რომელიც 9 ვარსკვლავურ სიდიდეს უტოლდება, ფიზიკურად დაკავშირებულია კასტორთან. იგი 1010 ასტრონომიული ერთეული კუთხის მანძილით დაშორებულია ოთხი კომპონენტისგან, და მინიჭებული აქვს კასტორ C აღნიშვნა. კასტორ C ბრუნავს მასათა ცენტრის გარშემო, არანაკლებ ათობით ათას წელში და იგი სპექტრალურ-ორმაგი ვარსკვლავია.

კომენტარი