„ეიფლის“ ახალი ტექნოლოგიები

ყოველწლიური კონფერენცია, Worldwide Developers Conference, სან-ფრანცისკოში, 6 ივნისს გაიხსნება,. ღონისძიებას კომპანია „ეიფლის“ ხელმძღვანელი სტივ ჯობსი გახსნის.

კინფერენციაზე კომპანია განახლებულ ოპერაციულ სისტემა Mac OS X - ს წარმოადგენს, კოდური სახელწოდებით Lion. „ეიფლი“ ასევე მობილური ოპერაციული სისტემის, iOS 5 - ის განახლებული ვერსიის დემონსტრირებას მოახდენს. ტექნიკური კონფერენციის ფარგლებში, კომპანია დეველოპერებისათვის დაახლოებით ას ტექნიკურ სემინარს გამართავს.

როგორც ცნობილია, „ეიფლის“ ხელმძღვანელი სტივ ჯობსი, 2011 წლის იანვრიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, უვადო შვებულებაში იმყოფება. ის კიბოთია დაავადებული. კომპანიის ხელმძღვანელობა დროებით ტიმ კუკმა გადაიბარა. ამის მიხედავად, ჯობსი რიგ ღონისძიებებს მაინც ესწრება და „ეიფლის“ ახალი თაობის ტექნოლოგიების პრეზენტაციებსაც თავად მართავს.

კომენტარი