სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შინაური ცხოველები მომავალს ხედავენ?

მეცნიერთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ცხოველებმა ინტუიციით არა მხოლოდ ის იციან, თუ სად იმყოფება მათი პატრონი, არამედ მომავალი მოვლენების წინასწარ განჭვრეტაც შეუძლიათ, პირველ რიგში, ეს უსიამოვნო მოვლენებს ეხება. კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალისტების მტკიცებით, ცხოველები წინასწორ გრძნობენ, თუ რა ელის მათ პატრონს.

უნივერსიტეტის პროფესორები და მათი გუნდი ამ საკითხს მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს შესაძლებლობა უფრო ხშირად ძაღლებს და კატებს აქვთ განვითარებული. პატრონის სახლში შემოსვლას კი, რამდენიმე წუთით ადრე, კარებთან ელიან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ უკანასკნელის ადგილსამყოფელს ზუსტად „ხედავენ“.

მეცნიერები ამ თეორიის დამადასტურებელი უამრავი შემთხვევის შესახებ წერენ. მაგალითად, ნიუ-იორკში ერთ-ერთ ქალბატონს თუთიყუში ჰყავდა, რომელსაც უამრავი სხვადასხვა სიტყვა შეასწავლა. საინტერესოა ის, რომ როდესაც ქალბატონი ილუსტრირებულ ჟურნალს ათვალიერებდა, თუთიყუში სურათებზე ხმამაღლა აკეთებდა კომენატრებს: „მანქანა“, „ხილი“, „ძაღლი“ და ასე შემდეგ. ამ დროს კი, უცნაური ფრინველი... მეორე ოთახში იმყოფებოდა.

ყველას, ვისაც სახლში საყვარელი ცხოველი ჰყავს, ალბათ შეუძლია გაიხსენოს თავისი ძაღლის, კატის და ასე შემდეგ რაიმე გასაოცარი საქციელი. თუმცა, საამისო ზუსტი მიზეზების ახსნა თვით მეცნიერებსაც არ აქვთ. ამ ფენომენის შესწავლას, როგორც ჩანს, კიდევ მრავალი წლის მუშაობა დასჭირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100