უძველესი ეკლესია თურქეთში

არქეოლოგებმა თურქეთში, კერძოდ, ლაოდიკეაში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტაძარი აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის 313-320 წლებს შორის არის აგებული.

ექსპედიციის ხელმძღვანელის განცხადებით, ნაგებობა არა მხოლოდ ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში, არამედ სხვა, მეოთხე საუკუნის მსგავს ძეგლებთან შედარებით, ბევრად უკეთესადაა შემონახული. ის რამდენიმე ასეული წელი მიწის ქვეშ იმყოფებოდა.

არქიტექტორი იმედოვნებს, რომ ძეგლის კონსერვაციის შემდეგ, რომელიც ერთი წელი გაგრძელდება, მისი ტურისტებისათვის გახსნა შესაძლებელი გახდება. ექსპერტის აზრით, გახსნა თურქეთის ხელისუფლებამ შეუძლია რომის პაპს ბენედიქტე მე-16-ს და მართლმადიდებელ პარტიარქს სთხოვოს.

ლაოდეკეა თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ქალაქი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეშია დაარსებული, ანტიოქ მეორის მიერ, ძველი ქალაქის, დიოპოლისის ადგილას. პირველ საუკუნემდე ის რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, მისი დაცემის შემდეგ ბიზანტიის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო 1097 წელს თურქების მიერ იქნა დაპყრობილი.

კომენტარი