სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს უნდა იცოდეთ - სიყვარული ბრმა არ ყოფილა, მას უბრალოდ ძლიერი ყნოსვა აქვს

თქვენი ალბათ გინახავთ ულამაზო ქალი თაყვანისმცემლების არმიით და არც ისე სიმპატიურ მამაკაცებზე გადარეული ლამაზი ქალბატონები. გაინტერსებთ რატომ ხდება ასე? მეცნიერებმა მონახეს ამ კითხვაზე პასუხი.

აღმოჩნდა, რომ ადამიანს გამოარჩევს ფერომონები, რომლებიც განსაზღვრავენ მის სექსუალურობას და მიმზიდველობას საპირისპირო სქესისთვის. გამოდის, რომ ერთი წვეთი სუნამოსი ამ აფროდიზიაკით და მამაკაცებთან პოპულარობა გარანტირებულია. უხსოვარი დროიდან ქალები ცდილობენ ათასგვარი საშუალებებით მამაკაცების ყურადღების მიქცევას. თუმცა ცხოვრება შეიცვალა და აღარავინ დარბის მკითხავებთან და ჯადოქრებთან სიყვარულის ელექსირის შესაძენად.

დღეს პოპულარულია იდეა, რომ სიყვარული მხოლოდ ქიმიაა, დაფუძნებული ფერომონებზე-ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებზე, რომლებიც გამომუშავდება ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმში. ერთი შეხედვით სიყვარულს ატრაქტანტები იწვევენ. ეს ნაერთები მაღალი აქტივობით გამოირჩევიან. მცირე კონცენტრაციითაც კი, ისინი განეკუთვნებიან სასქესო ატრაქტანტების კატეგორიას (ინგლისური სიტყვიდან attract-მიზიდვა). ფერომონების მიზანია საპირისპირო სქესის ყურადღების მიქცევა და სექსუალური სურვილის აღძვრა. ზუსტად ისინი არიან პასუხისმგებელნი ერთი შეხედვით შეყვარებაზე და უეცარ მიზიდვაზე.

ძირითადი ფერომონების ნაწილი გამოიყიფა ცხვირის, ტუჩების, ლოყების და იღლიის ადგილებთან. სუნი მათ პრაქტიკულად არ გააჩნიათ, თუმცა ამის მიუხედავად სასწაულად მოქმედებენ საპირისპირო სქესზე.

თურმე ცხვირში არის უბანი, რომელიც აღიქვამს სასქესო ჰორმონებს მიზერული კონცენტრაციითაც კი, რის შემდეგაც სიგნალი პირდაპირ ტვინის შესაბამის უბანში მიდის.

თუმცა ყველაფერი ესე მარტივადაც არ არის. აღმოჩნდა, რომ ფერომონები ძალიან ადვილად იშლებიან ჰაერში. ამიტომ ზედმეტი ტანსაცმლის ფენა უფრო ამცირებს შანს თქვენი სიყვარულის პოვნის. კიდევ დამტკიცებულია, რომ ყველა ფერომონი არ არის მიზიდვაზე პასუხისმგებელი. ზოგი მათგანი ამშვიდებს ადამიანს-ანელებს გულისცემას.

დღეისათვის ცნობილია 20-მდე ფერომონი, თუმცა ეს სფერო 1990 წლიდან აქტიურად იწვევს მეცნიერების ინტერესს, ჯერ კიდევ ბევრ კითხვაზე პასუხი ისევ არ არის. ფერომონებზე დიდ იმედებს ამყარებენ, რადგანაც შეიძლება ზუსტად ისინი არიან გასაღები ბედნიერი და ხანგძლივი ქორწინების.

ატრაქტანტების გამოკვლევა დიდი ხანია გასცდა მედიცინას. ისინი უკვე პარფიუმერიაშიც გამოიყენება. პარფიმერულ რეკლამებზე ვკითხულობთ “ მხოლოდ ერთი შეშხაპუნება და სუნამო არამარტო სიყვარულს გაპოვნინებთ, არამედ მოხსნის დაღლილობას და დეპრესიას“. ყველაფერი ეს საკმაოდ მიმზიდველია, მაგრამ ნუთუ სუნამოს მართლაც შეუძლია ეს ყველაფერი?

ამ საკითხთან მიმართებაში აზრები გაიყო-ზოგი თვლის, რომ სუნამო ფერომონებით სასწაულმოქმედია, ზოგს კი მათზე ბანალური ალერგია ეწყება... ფსიქოლოგები თვლიან, რომ არ შეიძლება სუნამოს და სიყვარულის ელექსირის გაიგივება. სუნამო მამაკაცს თქვენს თავს ვერ შეაყვარებს. ფერომონები მხოლოდ სექსუალურ სურვილს ამძაფრებენ, სექსი და სიყვარული კი როგორც ვიცით სხვა და სხვაა. არის აგრეთვე მამაკაცების კატეგორია ვისზეც ფერომონები უბრალოდ არ მოქმედებენ. და არ დაგავიწყდეთ რისკი, რომ სუნამომ არაადეკვატურ მამაკაცზე შეიძლება იმოქმედოს.....

ერთი სიტყვით ამ სუნამოების მიმართ დამოკიდებულება ერთგვაროვანი არ არის-ვიღაც აქტიურად იყენებს მათ, ზოგი კატეგორიული წინააღმდეგია. მაგალითად ინგლისში, მამაკაცებმა ამ პროდუქციასთან საბრძოლველი კამპანია ჩაატარეს. ისინი თვლიან, რომ ყველა ქალს თავისი ბუნებრივი და განუმეორებელი არომატი აქვს და კონკრეტულად თავისი სიცოცხლის მეგზურის არჩევა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება თუ მანდილოსნები გააგრძელებენ ასეთი პროდუქციის მოხმარებას. მაგალითად მათ აფრიკული ტომი მოყავდათ, სადაც დღემდე ცხოვრების მეგზურს სუნით ირჩევენ და როგორც ამბობენ მეცნიერი-ეთნოლოგები მათში განქორწინებები პრაქტიკულად არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100