ოქსფორდის უნივერსიტეტმა მკერდის კიბოს გამომწვევი მიზეზები დაასახელა

მკერდის კიბოს გამომწვევი მთავარი მიზეზების მიკვლევას ცდილობენ ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები. ხანგრძლივი და მაშტაბური კვლევის პირველი შედეგები მათ უკვე გააცნეს ფართო საზოგადოებას.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მკერდის კიბოთი ძირითადად ავადდებიან თეთრკანიანი ქალბატონები. თეთრკანიან ქალბატონებში მკერდის კიბოს გამომწვევ მიზეზებად ოქსფორდის მეცნიერებმა დაასახელეს: ალკოჰოლი, შვილის ძუძუთი გამოკვებაზე უარის თქმა და მხოლოდ ერთი ბავშვის გაჩენა.

სტატისტიკის თანახმად თეთრკანიანი ქალბატონების მხოლოდ 33% აკეთებს არჩევანს შვილების ძუძუთი გამოკვებაზე, აზიელებსა და შავკანიანებში კი ეს მაჩვენებელი 83-85%-ია. გარდა ამისა თეთრკანიანი ქალბატონებისგან განსხვავებიტ ისინი ნაკლებ ალკოჰოლს იღებენ და ბევრ შვილს აჩენენ.

კომენტარი