“ნიუტონის ვაშლი” საფრთხეშია

ნიუტონის სახელგანთქმულ ვაშლის ხეს, რომლის ქვეშაც, გადმოცემის თანახმად, დიდმა მეცნიერმა თავისი ცნობილი კანონი აღმოაჩინა, 60 სანტიმეტრის სიმაღლის ღობე შემოავლეს. ამის შესახებ “დეილი მეილი” იუწყება.

მეცნიერებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აღმოჩნდა, რომ მცენარეს საფრთხე ემუქრება. ამას კი მრავალრიცხოვანი ტურისტი განაპირობებს, რომლებიც ხის ირგვლივ მუდმივად ტრიალებენ. მაგალითად, უკანასკნელ პერიოდში, ვაშლის ხეს 33 ათასი ადამიანი ესტუმრა.

ლეგენდის თანახმად, რომელსაც ისააკ ნიუტონის ბიოგრაფი უილიამ სტაკლი აღწერს, ერთხელ, თბილ ამინდში, ის და დიდი მეცნიერი ბაღში გავიდნენ და ვაშლის ხის ძირში ჩაის სვამდნენ.

სტაკლი იხსენებს, რომ მეცნიერს მოულოდნელად თავში ვაშლი დაეცა. “რატომ ხდება, რომ ვაშლები მიწაზე ყოველდთვის პერპენდიკულარულად ცვივა?” – იკითხა მან და ასე დაიბადა მსოფლიო მიზიდულობის კანონის იდეა, ხოლო ვაშლის ხე “ცოცხალ ლეგენდად” იქცა.

კომენტარი