მკვლევარების აღმოჩენა ბალის კუნძულებზე

ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალისტებმა, კუნძულ ბალის მიდამოებში რვა ახალი ჯიშის თევზი აღმოაჩინეს.

პროექტის ხელმძღვანელის, მარკ ვან ნაიდეკ-ერდმენის თქმით, მეცნიერებმა ბალის გარშემო 33 რეგიონი გამოიკვლიეს. სიძნელეების მიუხედავად, მათ 952 თევზის იდენტიფიცირება შეძლეს, რომელთაგან რვა ახალი ჯიშის აღმოჩნდა. კვლევა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მეცნიერთა შესასწავლ რაიონებს შორის მოხვდნენ, ტურისტებისთვის ისეთი საყვარელი ადგილები, როგორიცაა: ტულამბენი, ნუსა-დუა, პემუტერანი და სხვა. ამ ადგილებში ათასობით ადამიანი რეგულარულად მისდევს დაივინგს. თევზის ყველა ეს ჯიში 10-დან 70 მეტრამდე სიღმეში იქნა მიკვლეული.

ბალის კუნძულები მალაის არქიპელაგში შედის. კუნძულების საერთო ფართობი 5,6 ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და ინდონეზიას ეკუთვნის.

კომენტარი