ჯადოსნური მოლეკულა NR, რომელიც ორგანიზმში პრობლემებს აგვარებს

შვეიცარიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მოლეკულა NR -ი (nicotinamide riboside), რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს ადამიანის გასუქებას, გაუმაგროს კუნთები და გაუხანგრძლივოს სიცოცხლე.

საკვები პროდუქტებიდან NR ჯერჯერობით აღმოჩენილია ლუდსა და რძეში. ახლა კი მიმდინარეობს მუშაობა იმის დასადგენად თუ მინიმუმ რა დოზით უნდა მოხდეს აღნიშნული მოლეკულის კონცენტრაცია იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

„მოლეკულა-საოცრება“ ზედმეტსახელის მფლობელი NR, მკვლევარებმა უკვე გამოსცადეს თაგვებზე. ათეულობით კვირის განმავლობაში თაგვები სპეციალურ დიეტაზე ჰყავდათ, მრავლად ცხიმების შემცველ პროდუქტთან ერთად მათი საკვები NR-საც შეიცავდა, ექსპერიმენტის ბოლოს აღმოჩნდა, რომ თაგვები იმაზე 60%-ით ნაკლები დოზით გასუქდნენ ვიდრე მოსალოდნელი იყო, გახდნენ უფრო ამტანები და გაუუმჯობესდათ კანი.

მეცნიერთა განმარტებით NR ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და აუმჯობესებს მიტოქორდიის მუშაობას, რაც ადამიანს ენერგიით ავსებს. NR-ის კიდევ ერთი დადებითი თვისება გახლავთ ის, რომ მას არ გააჩნია უარყოფითი ეფექტები ზედმეტი დოზის მიღების შემთხვევაშიც. ექსპერიმენტის ფარგლებში, თაგვებს NR-ის დოზა ათჯერაც კი გაუზარდეს, მაგრამ ამას უარყოფითი შედეგი არ გამოუღია.

მეცნიერთა განმარტებით NR-ის ერთადერთი უარყოფითი თვისება ის გახლავთ, რომ მისი მიღება რთულია რადგან ის ბუნებაში ძალიან მცირე დოზით არსებობს.

კომენტარი