სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სად და როგორ განკურნავენ ინტერნეტ-დამოკიდებულებას?

დასავლურმა სამედიცინო სამყარომ ბოლოს და ბოლოს თქვა უარი ინტერნეტდამოკიდებულების არასერიოზულად აღქმაზე. ინტერნეტდამოკიდებულება ფსიქიური აშლილობის ერთ-ერთ ფორმად აღიარეს და დაასკვნეს, რომ ეს დაავადება პროფესიულ ჩარევას მოითხოვს.

აშშ-ს შტატ პენსილვანიაში ინტერნეტდამოკიდებულთა სამკურნალოდ მსოფლიოში პირველი საავადმყოფო გაიხსნა. სამკურნალო თერაპიული კურსი ათდღიანი და ნებაყოფლობითი იქნება.

მკურნალობის პირველი ეტაპი პაციენტებისთვის 72 საათის განმავლობაში ინტერნეტის, მობილურისა და კომპიუტერის აკრძალვას მოიცავს, რაც მათ საკუთარი მდგომარეობის გააზრბაში დაეხმარებათ, რის შემდეგაც იწყება თერაპიული კურსი და საგანმანათლებლო სემინარები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100