სროლა ყიფშიძის ქუჩაზე - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

სროლის ხმა იყო რამდენიმე წუთის წინ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ პროფილაქტიკაში . დამნაშავე ავტომატით ისროდა.

ტელეკომპანიის ცნობით, დაჭრილები ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილები.

არაოფიციალური ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი პროფილაქტიკის თანამშრომელია, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

სროლის შედეგად დაჭრილია ერთი ადამიანი.

მისივე განმარტებით, დაჭრილი აღნიშნულ პროფილაქტიკაში მუშაობს.

ამასთან, კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, პროფილაქტიკის თანამშრომელს კლიენტმა ესროლა.
მისივე ინფორმაციით, კლიენტმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც პროფილაქტიკის თანამშრომელმა მოუცლელობის მიზეზით ავტომანქანის კომპიუტერული დიაგნოსტიკისთვის დალოდება სთხოვა.

რამდენიმე წუთის წინ ხეჩინაშვილის კლინიკაში 1971 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც ცოტა ხნის წინ ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრეს.

კომენტარი