„მოკლეს იმიტომ რომ გოგო უყვარდა“ - ტრაგედია თბილისში, რას ამბობენ გარდაცვლილის მეგობრები?

31 წლის მიხეილ ცხაკაია კანდელაკის ქუჩაზე მისივე სახლის სადარბაზოსთან მოკლეს. ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა თავისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. სასიკვდილო გასროლა მკვლელობაში ბრალდებულმა გადაჭრილი სანადირო იარაღიდან მოახდინა.

მკვლელობას, ადგილობრივების თქმით, ცხაკაიას დედაც შეესწრო. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექმინებმა ვეღარ შეძლეს. მკვლელობის ოფიციალური მოტივი უცნობია. თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, მიხეილ ცხაკაიას მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. გავრცელებული ცნობით, ცხაკაიას შეყვარებულის ყოფილმა ქმარმა ესროლა.

სამართალდამაცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

გარდაცვლილი მამაკაცი ირინა ონაშვილის თანაკლასელი გახლდათ და ტრაგედიის შემდეგ სოციალურ ქსელში მის საქართველომ ემოციური პოსტები გამოაქვეყნა.

„ღმერთო ესე ვინ გაიმეტააა. როდემდე ხალხო როდემდე უნდა დაპარპაშებდნენ ეს შეიარაღებული განქსტერები ქუჩაშიიიი. ჩემს კლასელს ესროლეს თავში და მოკლეს იმისთვის რომ ვიღაც გოგო უყვარდა. ვერ ვიჯერებ, შენ ჩვენთან აღარ იქნები“ - წერს ონაშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე.

მიხეილ ცხაკაიას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა მისმა კიდევ ერთმა თანაკლასელმა, ჟურნალისტმა ვიკა ბუკიამ.

„შორს ვარ და რაღაც მინდა ვთქვა მიხოზე, ბიჭზე რომელიც მოკლეს. მთელი ცხოვრებაა ვუყურებ ამ საოცრად კეთილ, გაჩხვანკულ, გრძელ ბიჭს, გრძელ ფეხებს ისე მოათრევს, თითქოს ეზარება. ვიცი ყველა დამეთანხმება ახლა, ზუსტად ასე დადის. საერთოდ არ ვიცი ჩემი ეზო როგორია მის გარეშე. ეზოში რომ შემოვალ, მიხო მხვდება თავისი კომენტარებით. ადრე სხვანაირად მხვდებოდა. ერთი ვედრო წყალი გადამასხა. საშინლად გავბრაზდი. მაგრამ ჩვენ იშვიათად ვჩხუბობდით. აი, ირინას კი საშინლად აწვალებდა. ამბობდა თვითონ ირინა მიწვევს, სულ რომ მეჩხუბება - მაგიტომაც ვერჩიო.

მიხო იყო ყველაზე კეთილშობოლი ადამიანი, ვისაც კი ვიცნობდი. საოცრად კეთილი, გულჩვილი, გამორჩეულად კარგი. მიხოს მხოლოდ სხვებისთვის სიხარულის მინიჭება შეეძლო, მხოლოდ ხუმრობა, მხოლოდ სხვების გაცინება, მხოლოდ სხვებზე დარდი.. ასეთი იყო 5 წლის ასაკში და ასეთი იყო 31 წლის.. ჰოდა, ასეთ ბიჭს ესროლეს ორი ტყვია, ეზოში სადაც ვთამაშობდით, სადაც გავიზარდეთ. ესროლეს გამიზნულად. იმიტომ ესროლეს რომ უყვარდა და არა იმიტომ რომ ვინმე სძულდა. ნეტავ თუ იცოდა ვის ესროდა? როგორ იმეტებდა? გასაგიჟებლად გულკეთილ, საოცრად, საოცრად კარგ ადამიანს..

მიყვარხარ ძალიან, სენაკა“ - წერს ვიკა ბუკია.

აღნიშნულ ფაქტს და ზოგადად გახშირებულ მკვლელობებს, სადაც მსხვერპლი ყოფილი ცოლია, მლვლელი კი ყოფილი ან ეჭვიანი ქმარი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სერიალ ჩემი ცოლის დაქალებისა და ხელოვნური სუნთქვის სცენარისტი ქეთი დევდარიანი.

„ასე თუ გაგრძელდა, "ყოფილი ქმარი" შეიძლება დიაგნოზად იქცეს და ფსიქიკურ აშლილობათა სიაში შევიდეს.“ - წერს დევდარიანი.

კომენტარი