სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მხატვარი ქეთევან იგნატოვა მძარცველმა საკუთარ სახლში დაჭრა

დაჭრა და ძარცვა იგნატოვების სახლეში - მხატვარი ქეთევან იგნატოვა მძარცველმა საკუთარ სახლში დაჭრა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

როგორც იგნატოვამ კურიერის კორესპონდენთტან საუბრისას განაცხადა, მძარცველი სახლში ორი დღის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ შევიდა. პირველად იგი იგნატოვას მეუღლემ შენიშნა და სახლი დაატოვებინა, თუმცა მეორე დღეს ისევ მიბრუნდა.

მათივე თქმით, მძარცველს ცივი იარაღის მუქარით, დაახლოებით, საათნახევრის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი ოჯახის წევრები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. ის ძვირფასეულობას და ფულს ითხოვდა.

მოგვიანებით მძარცველი და ოჯახის უფროსი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ყელის არეში დაიჭრა ქეთევან იგნატოვა. მძარცველმა კი მოახერხა სახლიდან გაქცევა და ძვირფასეულობის წაღება ფულთან ერთად.

თვითმხილვლების თქმით, ის 30 წლამდე მამაკაცია, რომელსაც კაპიუშონიანია შავი სამოსი ეცვა.

იგნატოვას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადგილზე თითქმის ათი საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100