კახეთში ყოფილი პოლიციელი საკუთარ სახლთან ავტომატით ჩაცხრილეს

მკვლელობა კახეთში. თელავში 36 წლის ყოფილი პოლიციელი, ბექა აბულაძე მოკლეს. ყოფილ პოლიციელს საკუთარ სახლთან ავტომატიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, აბულაძე ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამის თქმით, მკვლელობა შესაძლოა მოკლულის პოლიციაში მუშაობის პერიოდს უკავშირდებოდეს და შურისძიების ნიადაგზე იყოს ჩადენილი.

კომენტარი