ყირგიზ ბიზნესმენებს მოსკოვის ცენტრში 1,5 მილიონი დოლარი მოპარეს

მოსკოვში მძღოლმა-ინკასატორმა, რომელსაც ფული გადაჰქონდა ორ ბიზნესმენს 1,5 მილიონი დოლარი მოპარა.

როგორც ცნობილია იარაღის მუქარით მძღოლმა ფულის პატრონები და თავისი კოლეგები მანქანიდან გადასვა, თავად კი მიიმალა, მოგვიანებით ავტომობილი იპოვეს, თუმცა დამნაშავე ამ დრომდე თავისუფალია, პოლიცია მის პოვნას ამაოდ ცდილობს.

ინციდენტი მოსკოვის ცენტრში მოხდა, დაზარალებულები ყირგიზელი ბიზნესმენები არიან, რომლებიც რუსეთს საქმიანი ვიზიტით ეწვივნენ, აეროპორტში მათ სამი ბიზნეს-პარტნიორი და ინკასატორები დახვდნენ, თუმცა დანიშნულების ადგილამდე მისვლა ვერ მოასწრეს, აეროპორტიდან მომავალ გზაზე ისინი ძარცვის მსხვერპლნი გახდნენ.

კომენტარი

×