სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იოსებიძის ქუჩაზე 21 წლის ბიჭი მოკლეს

იოსებიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

დაკავებულმა გვიან ღამით იოსებიძის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკებისას 1991 წელს დაბადებული თორნიკე ხიზანიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თორნიკე ხიზანიშვილი მიღებული სასიკვდილო ჭრილობით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100