ბათუმისკენ მიმავალი ავტომობილი ხრამში გადავარდა

ერთი ადამიანი ემსხვერპლა დღეს დილით ავტოსაგზაო შემთხვევას ქედაში.

ბათუმისკენ მიმავალი "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი ხრამში გადავარდა.

მანქანაში ოთხი მგზავრი იყო, მათგან ერთი მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა, დანარჩენები კი მძიმე მდგომარეობაში მაშველებმა ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარი