ქუთაისის სასწრაფო დახმარების ცენტრში ხელმძღვანელი და რამდენიმე ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა

ქუთაისში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი და რამდენიმე ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ცენტრის ხელმძღვანელს მაია რუხაძეს ინფექცია რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სხვა ექიმებს, რამდნეიმემ ინფექცია უკვე დაამარცხა, თუმცა არიან ინფიცირებულებიც, რომლებსაც ვირუსი ეტაპობრივად გამოუვლინდათ.

კომენტარი