შაქარლამა

მასალა:

ზეთი - 200 გრ.

შაქარი - 300 გრ.

მარგარინი - 1 ცალი (შეიძლება სამარხვო მ)

საფუარი - 1 ჩ/კ

წყალი - 1 ყავის ფინჯანი

ვანილი - 2 ცალი

ფქვილი - 1 კგ.

ნუში - საჭიროებისამებრ (ან არაქისი)

ზეთი, მარგარინი და შაქარი კარგად ავურიოთ. დავუმატოთ საფუარი, ვანილი, ფქვილი და ცივი წყალი. კარგად მოვზილოთ. დავამრგვალოთ პატარა ბურთულებად. მოვზილოთ ცომი და დავამრგვალოთ. გავაჩეროთ 10 წუთი. გავჭრათ შუაში, ოდნავ გავაბრტყელოთ, თითოეულს შუა ადგილას ჩავარჭოთ ნუში (ან არაქისი) და გამოვაცხოთ.

კომენტარი