კიბორჩხალის პუდინგი

მასალა:

½ ჭიქა სიმინდის სახამებელი
1 ჭიქა რძე
1 ნაჭერი რძეში დამბალი თეთრი პური
2 ცალი კვერცხი
300 გრამი კიბორჩხალის ხორცი
1 ცალი დიდი კანგაცლილი პამიდორი
პილპილი
მაიორანი
1 ჩაის კოვზი კარაქი ან მარგარინი
1 ჩაის კოვზი საფანელი
მარილი
1 ჩაის კოვზი ტომატ-პასტა (სურვილისამებრ)

სიმინდის სახამებლისა და რძისაგან მოვამზადოთ მასა პუდინგისათვის. თეთრი პური გავხეხოთ საცერზე, შევურიოთ კვერცხის გული და მარილი, შემდეგ კი გაციებული პუდინგის მასა. კიბორჩხალის ხორცი და ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი მოვშუშოთ მარგარინში, თან დავამატოთ სპეციები. შევრურიოთ ძირითად მასას. ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, დავამატოთ ცოტა მარილი და დავასხათ საერთო მასას. მომზადბეულ მასას დავამატოთ სპეციები, გადავიტანოთ კარაქწასმულ და საფანელმოყრილ ფორმაში და გაცხელებულ ღუმელში შევდგათ 15 წუთით. ვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე. მზა პუდინგი გავაფორმოთ კიბორჩხალის და პამიდვრის ნაჭრებით. გარნირად შეგვიძლია მივიტანოთ ბრინჯი და მწვანე სალათა.

კომენტარი