15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობა - არასრულწლოვანი ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ

საქალაქო სასამართლოში 15 წლის დავით კრავეიშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. უფლებადამცველების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები დუმილის უფლებას იყენებენ და არ ეთანხმებიან წარდგენილ ბრალდებას.

ბრალდების მხარე, ერთ-ერთ არასრულწლოვანს განზრახ მკვლელობას ედავება, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას.

მკვლელობა 4 დეკემბერს გვიან ღამით სანზონაში მოხდა. მოზარდს ჭრილობები გულის არეში ჰქონდა მიყენებული, ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

კომენტარი