სალათი „კუკურიკუ“

მასალა:

ქათმის ფილე - 200 გრამი

ვაშლი - 1 ცალი

კიტრის მწნილი - 1-2 ცალი

კარტოფილი - 2 ცალი

მაიონეზი

მარილი

წიწაკა

მომზადების წესი:

ქათმის ფილე და კარტოფილი მოვხარშოთ. კარტოფილი გავაციოთ და გავასუფთაოთ. ვაშლი გავფრცქვნათ. ქათმის ფილე, კარტოფილი, ვაშლი და კიტრი დავჭრათ კუბებად. კომპონენტები გადავურიოთ ერთმანეთში, მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ. დავუმატოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.

კომენტარი