ქათმის ფრთები ტომატის სოუსში

მასალა:

500 გრამი ქათმის ფრთა

100 გრამი ტომატის პასტა

2-3 სუფრის კოვზი კეტჩუპი

2-3 კბილი ნიორი

მარილი

წიწაკა

მომზადების წესი: გავრეცხოთ ქათმის ფრთები, დავწრიტოთ წყლისგან და გავჭრათ სამ ნაწილად. მოვამზადოთ მარინადი. ღრმა ჭურჭელში ჩავაწყოთ დაჭრილი ფრთები, დავამატოთ ტომატის პასტა, კეტჩუპი, წვრილად დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და წიწაკა. ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში და 2-3 საათით გავაჩეროთ. ამის შემდეგ, შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე მანამდე, სანამ ფრთები არ შეწითლდება.

კომენტარი