შოკოლადის პავე

მასალა:

500 გრამი ბისკვიტის ორცხობილა

5 სუფრის კოვზი კაკაო

200 გრამი შაქარი

1 კვერცხის გული

2 სუფრის კოვზი კარაქი

1 არყის ჭიქა რომი ან ვერმუტი

კაკაო გავხსნათ ნახევარ ჭიქა მდუღარე წყალში, დავამატოთ შაქარი, კვერცხის გული და კარაქი. ყველა ეს პროდუქტი ვსრისოთ მანამდე, სანამ არ მივიღებთ ღია ფერის კრემს. სურვილისამებრ შეგვიძლია დავამატოთ ცოტა შაქარი. ბისკვიტის ორცხობილა ამოვავლოთ რომში და მოვათავსოთ პერგამენტის ქაღალდზე, თითოეულ ფენას წავუსვათ კრემი. წასასმელად უნდა გამოვიყენოთ 4/5 მოცემული რაოდენობის კრემი. შემდეგ ტორტი შევდგათ მაცივარში. სუფრაზე მიტანის წინ ტორტი ზედაპირს უნდა წავუსვათ დარჩენილი კრემი.

კომენტარი