გახეხილი და გამომცხვარი ქოქოსის კაკალი

მასალა:

250 გრამი მსხვილ სახეხზე გახეხილი ქოქოსის კაკალი

¾ ლიტრი რძე

1 სუფრის კოვზი აკრტოფილის ფქვილი

1 სუფრის კოვზი შაქარი

½ პაკეტი ვანილი

2 ცალი კვერცხი

1 სუფრის კოვზი კონიაკი

2 სუფრის კოვზი ქიშმიში

½ ჩაის კოვზი დარიჩინი

კარტოფილის ფქვილი გავხსნათ ½ ჭიქა ცივ რძეში. დანარჩენი რძე წამოვადუღოთ, დავამატოთ გახსნილი სახამებელი და მივიყვანოთ დუღილამდე, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. შემდეგ ფრთხილად დავამატოთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ქოქოსის კაკალი, ქიშმიში, შაქარი და ვანილი, ასევე კონიაკთან ერთად ათქვეფილი კვერცხი. მზა მასა გადავიტანოთ ფორმებში, ზემოდან მოვაყაროთ დარიჩინი და სწრაფად გამოვაცხოთ ღუმელში.

კომენტარი