შემწვარი სოსისი ფრანკფურტულად

მასალა:

8 ცალი სოსისი

1-2 სუფრის კოვზი კუბიკებად დაჭრილი ლორი

2 თავი ხახვი

1 კბილი ნიორი

2 ჭიქა წითელი ღვინო

250 გრამი საღი სოკო

მცირე რაოდენობით უორჩესტერული სოუსი

პილპილი, მარილი

სოსისები გავჭრათ სიგრძეზე, კუბიკებად დაჭრილი ლორი მსუბუქად შევბრაწოთ და გადმოვიღოთ ტაფიდან. ამავე ტაფაზე შევაწითლოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, დავასხათ წითელი ღვინო და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დავამატოთ გასუფთავებული და დაჭრილი სოკო, მოვასხათ უორჩესტერული სოუსი (შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა სოუსიც), მოვაყაროთ მარილი და პილპილი, ბოლოს დავამატოთ სოუსი და ვშუშოთ 15 წუთის განმავლობაში.

კომენტარი