პომიდორი ცხვრის ყველის შიგთავსით

მასალა:

500 გრამი მაგარი წითელი პამიდორი

4 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი

2-3 თავი მცირე ზომის ხახვი

150-200 გრამი ყველი (ბრინზა)

1 ცალი კვერცხი

3-4 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში

ნახევარი ჭიქა იოგურტი ან არაჟანი

პილპილი, მარილი

პომიდვრებს მოვაჭრათ ზედა ნაწილი, გამოვაცალოთ რბილობი და თესლი, გადმოვაბრუნოთ და ვაცალოთ ცოტა შეშრობა. პამიდვრის რბილობისაგან, ნახევარი პორცია კარაქისაგან და წვრილად დაჭრილი ხახვისაგან მოვამზადოთ პამიდვრის სოუსი და გავატაროთ საცერში. ბრინზა დავსრისოთ ჩანგლით, შევურიოთ ათქვეფილი კვერცხი, პილპილი და 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ამ მასით ამოვავსოთ პომიდვრები, ზემოდან დავაწყოთ დარჩენილი კარაქის ნაჭრები და მოვასხათ მომზადებული ტომატის სოუსი. მოვაყაროთ მარილი, ფარშირებული პომიდვრები მოვათავსოთ ღუმელში და ვშუშოთ საშუალო ტემპერატურაზე (პიმიდვრები არ უნდა დაიშალოს). სუფრაზე მიტანის წინ, სოუსში უნდა ავურიოთ იოგურტი ან არაჟანი, პომიდორს კი მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ამ კერძს უხდება სიმინდის ფაფა.


კომენტარი