ვაშლები ბულგარულად

მასალა:

6 ცალი დიდი ვაშლი

1 ჭიქა ვანილის კრემი

30 გრამი დაჭრილი თხილი, ნუში და ქიშმიში

60 გრამი კარაქი

3/8 ლიტრი წითელი ღვინო

6 ცალი რბილი ორცხობილა

1 სუფრის კოვზი მოცვის მარმელადი

თხილი, ნუში, ქიშმიში და ვანილის კრემი ავურიოთ ერთმანეთში და ამოვავსოთ ამ მასით გათლილი და გულგამოცლილი ვაშლები. გამოსაცხობად საჭირო ფორმას წავუსვათ კარაქი, მოვათავსოთ ზედ ვაშლები, მოვასხათ ღვინო, დავახუროთ თავსახური და ვშუშოთ მანამ, სანამ ვაშლები არ დარბილდება. შემდეგ თითოეული ვაშლი მოვათავსოთ ორცხობილაზე, ვაშლზე დავდოთ მარმელადი და ყველაფერს მოვასხუროთ ცხელი ღვინო.

ვანილის კრემის მომზადების წესი: 1/8 ლიტრ რძეში შევურიოთ 1 არა სავსე სუფრის კოვზი კარტოფილის ფქვილი, 1 სავსე სუფრის კოვზი კარაქი, 60 გრამი შაქარი, 1 კვერცხის გული, ½ პაკეტი ვანილი; ვურიოთ ორთქლზე კრემისებრი მასის მიღებამდე. მასას ვაცალოთ გაციება და შემდეგ ავთქვიფოთ.

კომენტარი