სუპი “მინესტრა”

მასალა:

4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

1 კბილი ნიორი

ნახევარი ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი

ნახევარი ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიახური

1 ჭიქა კუბიკებად დაჭრილი სტაფილო

2 ჩაის კოვზი ტომატ-პასტა

5 ჭიქა ბულიონი

პილპილი, მარილი - გემოვნებით

ნახევარი ჭიქა მწვანე მუხუდო

ნახვარი ჭიქა ლობიო

4 სუფრის კოვზი ბრინჯი

2 ცალი დაფნის ფოთოლი

2 ცალი მსხვილი პომიდორი

3 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი

დაჭრილი ხახვი და ნიორი მოვხრაკოთ ზეთში, დავამატოთ ნიახური და სტაფილო. ყველაფერი ერთად მოვშუშოთ. შემდეგ დავამატოთ ბულიონი, ტომატ-პასტა, მარილი და პილპილი და დავდგათ მოსახარშად ნელ ცეცხლზე. დავამატოთ მუხუდო, ლობიო, ბრინჯი, დაფნის ფოთოლი და ვშუშოთ მანამდე, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. ბოლოს დავამატოთ ნაჭრებად დაჭრილი პომიდორი და გახეხილი ყველი. ვშუშოთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

კომენტარი