მთელ-მთელი ატმის მურაბა

ცოტა შემწიფებული სახრავი ატამი გავფცქვნათ და ხის ჩხირით რამოდენიმე ადგილას დავჩხვლიტოთ. მოვათავსოთ შესაფერის ჭურჭელში, დავაყაროთ შაქრის ფხვნილი, გავაჩეროთ გრილ ადგილას სამი-ოთხი საათი, მერე დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება. აღნიშნული მურაბა უწყლოდ იხარშება. ატამი თვით გამოყოფს საკმაო რაოდენობით წვენს.

კომენტარი