რჩევები მათ ვისაც სურს დაუვიწყარი კოცნა იცოდეს

ყველაზე მთავარი რაც უნდა გახსოვდეთ კოცნის წინ:

ჯანსაღი სუნთქვა - ყელაზე მთავარია - აუცილებლად გაიხეხე კბილები პაემანზე წასვლის წინ. იმაზე უარესი არაფერია, როცა ვინმეს კოცნი არაჯანსაღი სუნთქვით. თუ თქვენი პაემანი შედგება სადილისგან აუცილებლად გამოიყენე მენთოლის კანფეტი ან საღეჭი რეზინი.

სველი ტუჩები - კარგია თუ კოცნის წინ ენით ტუჩებს დაისველებთ. მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან შეიძლება ამან ზიზღი გამოიწვიოს თქვენს პარტნიორში. ცოტათი ტუჩების დასველება აადვილებს მათ მოძრაობას კოცნის დროს.

პოზიცია - დადექით ახლოს თქვენს პარტნიორთან. როცა ერთმანეთს მიუახლოვდებით თავი ცოტა გადახარეთ რომელიმე მხარეს, მაგრამ თუ ამას არ იზამთ ნუ იდარდებთ ამაზე, რადგან თქვენი პარტნიორი გადახრის. თქვენი ტუჩები ამ შემთხვევაში შეხვდებიან ერთმანეთს პატარა კუთხით ან სწორად. თუ ხედავთ რომელ მხარეს ხრის თქვენი პარტნიორი თავს მაშინ მის საწინააღმდეგო მხარეს გადახარეთ თავი.


დახუჭეთ თვალები - იმ მომენტში როდესაც თქვენი ტუჩები შეეხება დახუჭეთ თვალები. ზოგიერთს ურჩევნია ღია თვალებით კოცნა, მაგრამ ჯობია დახუჭოთ სანამ თქვენი პარტნიორი გამოავლენს თუ რა ურჩევნია.

ხელები - ძალიან ბევრი ვარიანტია ხელების გამოყენიების. ყველაზე პოპულარული გამოყენებაა, როცა მოხვევთ თქვენს პარტნიორს ერთ ხელს წელზე ხოლო მეორეს ცოტა ზევით ზურგზე. ხოლო მეორე ვარიანტია სახეზე მოეფეროთ თქვენს პარტნიორს. ასევე შეგიძლიათ მოკიდოთ პარტნიორს ყელზე და სათუთად მოეფეროდ. შეგიძლიათ თმებზე გადაუსვათ ხელი....

კომენტარი