6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

უაღრესად სწრაფი და ენერგიული მოქმედებით სწრაფად მოახერხებთ მოიცილოთ საქმიანობაში ყველაფერი რაც ხელს გიშლით და დაარწმუნოთ კოლეგები და ხელმძღვანელობა თქვენი მოსაზრების მართებულობაში.

კურო

თამამად განახორციელეთ მნიშვნელოვანი პროექტები, სიფრთხილე გამოიჩინეთ კომუნიკაციებში, ნუ გათქვამთ ღირებულ ინფორმაციას, იყავით წინდახედული და დაკვირვებული.

ტყუპები

წარმატება გელით როგორც პროფესიონალურ საქმიანობაში, ასევე პირად-სასიყვარულო სფეროში, ელოდეთ სასიამოვნო შეხვედრებს და გულითად დამოკიდებულებას თქვენი სიყვარულის ობიექტისგან.

კირჩხიბი

არ არის გამორიცხული ირგვლივმყოფ ადამიანთა შორის ფარული მტერი აღმოჩნდეს, თუმცა ახლა უფრო გაგიმარტივდებათ მასთან ბრძოლა. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებს.

ლომი

დღეს გექნებათ საშუალება გახსნათ არაერთი საკვანძო საკითხი და გათავისუფლდეთ ისეთი უსარგებლო სიტუაციებისგან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აბრკოლებდა თქვენს წინსვლას.

ქალწული

ნუ აჰყვებით ცდუნებებს და იყავით უფრო მოქნილი ადამიანებთან, რათა უფრო მეტს მიაღწიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხისტი ქმედებებით ზიანს მიაყენებთ თქვენსავე საქმინობას და სწორ გზასაც აცდებით.

სასწორი

სამსახურში გაუგებრობების ალბათობაა, რთულდება კოლეგებთან ურთიერთობები და საერთო ენის გამონახვა, თუმცა თქვენი შემოქმედებითი გეგმები მაინც დაიმსახურებს სხვათა მოწონებასა და მხარდაჭერას.

მორიელი

დაალაგეთ გონებაში ქაოტური აზრები და მოაწესრიგეთ ურთიერთობები. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას და არ გამოგეპაროთ თვალთახედვის არედან სამყაროსგან ბოძებული შანსები. იყავით ფხიზლად და ყურადღებით.

მშვილდოსანი

ძალიან მნიშვნელოვან და აუცილებელ შეხვედრებს ელოდეთ, არის ახალი პერსპექტიული ნაცნობობის ალბათობაც. საკმაო დროს წაიღებს ფინანსური საკითხების მოგვარება.

თხის რქა

ინტრიგების და გაუგებრობების დიდი ალბათობაა. ნუ აჰყვებით ცდუნებებს, ნუ გადაუხვევთ არჩეული გზიდან, ნუ გაიმეორებთ ძველ შეცდომებს, იზრუნეთ შვილებზე და გონივრულად იმოქმედეთ.

მერწყული

გარემოებებიდან გამომდინარე არის ალბათობა შეგეცვალოთ გეგმები, მაგრამ ეს სასიკეთოდ აისახება თქვენს საქმიანობაზე და ზოგადად ცხოვრებაზე, განწყობასა და ხასიათზე.

თევზები

შესაძლოა დიდი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ, ნუ შეუშინდებით მოულოდნელობებს, ელოდეთ სასიკეთო ახალ ნაცნობობას. რთულ სიტუაციებში კი ძველი გამოცდილი მეგობრების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

კომენტარი