სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მხოლოდ დაფიქრება გჭირდებათ, რათა იპოვნოთ სწორი გზა. აირჩიეთ მიმართულება და მთელი გონება მიმართეთ არსებული გაუგებრობებისა და პრობლემების მოსაგვარებლად. შეგიძლიათ გარისკოთ კიდეც.

კურო

თქვენი ძალისხმევით წარმატებით გაართმევთ თავი პირად პრობლემებს, შეძლებთ ფულთან დაკავშირებული საქმეების სარგებლიანად მოგვარებას. სიფრთხილით მოეკიდეთ ჰიგიენის თემას, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციური დაავადებები.

ტყუპები

დიდ მოწონებას დაიმსახურებთ საწინააღმდეგო სქესის ადამიანისგან. სასიამოვნო ნაცნობობა შესაძლოა კარგ მეგობრობად იქცეს და რაც მნიშვნელოვანია, ახლა ბევრი ფიქრი და ყოყმანი ნებისმიერ სფეროში წამგებიანია.

კირჩხიბი

სასურველია ცივი გონებით ადევნოთ თვალი ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, მოთოკეთ თავი ფეთქებადი ემოციებისგან და ნაკლები ყურადღება მიაქციოთ გარშემომყოფთა სიტყვებსა და ქმედებებს. მიუდექით ცხოვრებას ფილოსოფიურად.

ლომი

შანსი გაქვთ დიდი კარიერული ნახტომი გააკეთოთ და პირად პრობლემებსაც ბოლო მოუღოთ, გადაწყვეტილების მიღებისას არ დაგავიწყდეთ განიხილოთ ამ საკითხების ეთიკურობა, გაითვალისწინეთ ყველა ნიუანსი და შემდეგ იმოქმედეთ.

ქალწული

თქვენი გეგმების განხორციელებაში შეფერხებებია მოსალოდნელი, ნუ გექნებათ დასვენებისა და დროსტარების იმედი, სამუშაო პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები სწრაფ რეაგირებას და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

სასწორი

ახლა მიზეზი გაქვთ თქვენი წარმატება სამსახურში აღნიშნოთ და ბოლო მოუღოთ კოლეგებთან კონფლიქტებსა და გაუგებრობებს. სასიხარულოა იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი შეძელით და სასურველი შედეგი მიიღეთ.

მორიელი

შესაძლოა დღეს მნიშვნელოვანი წინადადება შემოგთავაზონ, მაგრამ სასურველია ყოველი დეტალი კარგად გაარკვიოთ და გააანალიზოთ. გაამახვილეთ ყურადღება თქვენს ინტუიციაზე და შეგრძნებებზე.

მშვილდოსანი

შესაძლოა სამსახურთან დაკავშირებით მოულოდნელმა ცვლილებებმა იჩნოს თავი, რაც თქვენი გეგმებისა და ამოცანების კორექტირების აუცილებლობას მოითხოვს, მიუხედავად ყველაფრისა, თქვენს თანამდებობასა და საქმიანობას საფრთე არ ემუქრება.

თხის რქა

ახლა თავმდაბლობით უფრო მეტ სიკეთეს მოუტანთ თქვენს საქმეს. შეძლებთ პატარ-პატარა გამარჯვებებით დაიკმაყოფილოთ თქვენი ამბიციები და გზა გაიკვალოთ დიდი სიმაღლეებისკენ.

მერწყული

გამოიჩინეთ მეტი სითამამე და გაბედულება და განახორციელეთ დიდი ხნის ოცნებები, შემოიკრიბეთ მეგობრები, თანამოაზრეები და შეუდექით მზადებას საინტერესო ღონისძიებებისათვის.

თევზები

ფრთხილად და აუჩქარებლად მიჰყევით თქვენი მიზნებისკენ მიმავალ გზას. ინიციატივის გამოჩენა და აქტიურობა ახლა არაეფექტურია, მხოლოდ დინჯი და მოზომილი ნაბიჯები იქნება წარმატების მომტანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100