10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მეტი იფიქრეთ და დაკავდით განვლილი პერიოდის ანალიზით, ნუ წამოიწყებთ რაიმეს ახალს, ნუ შეეცდებით თქვენი გეგმების რეალიზებას, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ არაფრისმომცემი გარჩევები.

კურო

შესაძლოა შინაგანად დადგეთ არჩევანის წინაშე - რომელი გზით, რა ხერხებით განაგრძოთ გზა განვითარებისკენ, წარმატებისკენ. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რას გიკარნახებთ გონება.

ტყუპები

მერკურისა და ვენერას გადასვლა თქვენს ნიშანში ზრდის კონტაქტების, კომუნიკაციის, მოგზაურების, ხმაურიანი შეხვედრების და აუდიტორის წინაშე სიტყვით გამოსვლის სურვილს. გამოიყენეთ ეს პერიოდი უცხო ენების, რაიმე ახლის შესასწავლად.

კირჩხიბი

თავი შეიკავეთ ფართო მასების წინაშე სიტყვით გამოსვლისგან და ზოგადად ეცადეთ არ მოექცეთ ყურადღების ცენტრში. კარგი პერიოდია მეტყველების დასახვეწად. ნუ გადაიღლებით, განსაკუთრებით მოუფრთხილდით თვალებს.

ლომი

კარგი იქნება თუ სხვებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებით, ამგვარად საკუთარ თავსაც დაეხმარებით, ეს არის ჭეშმარიტი მეგობრობა. გაითავისეთ სხვისი მდგომარეობა და დაინახავთ რომ არასოდეს ყოფილხართ ასე კარგად, როგორც ახლა.

ქალწული

შესაძლოა შეიტყოთ რაიმე სიახლე საკუთარ თავზე, რომელიც გაიძულებთ ჩაუღრმავდეთ თქვენს ცხოვრებას და მიიღოთ გადაწყვეტილება, შეცვალოთ წესები. ესაა წმედნის, სულიერი განახლების, უფრო სერიოზული აზროვნებისა და ქმედების დრო.

სასწორი

შესაძლოა მოულოდნელად ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ და თავი ამაყად იგრძნოთ თქვენს მიმართ გამოთქმული კომპლიმენტების გამო, რაც თქვენს თვითშეფასებაზე და საქმიანობაზე სასიკეთოდ და პროდუქტიულად აისახება!...

მორიელი

შესაძლოა გაგიჩნდეთ შემოსავლების ახალი წყარო, გელით შეხვედრებითა და კომუნიკაციებით დახუნძული დღე, რომელიც არცთუ ძალიან გსიამოვნებთ, მაგრამ ბოლოს შედეგები სასიამოვნოდ გაგაოცებთ. ბედი აშკარად გიღიმით.

მშვილდოსანი

ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული, თქვენს გონიერებასა და მოხერხებულობაზე. უარს ნუ იტყვით იმ ადამიანებთან შეხვედრაზე, რომელიც შესაძლოა გაღიზიანებდეთ, იმოქმედეთ ფრთხილად, მოზომილად და წინდახედულად.

თხის რქა

გამოიყენეთ შანსები და არსებული შესაძლებლობები, გამოერკვიეთ ბუნდოვანი მდგომარეობიდან და გაბედულად შეხედეთ რეალობას, ნუ გაშინებთ ცხოვრებისეული სიტუაციების განმეორება, ახლა მოქმედების დროა!

მერწყული

მიმდინარე პერიოდი გაძლევთ შანსს გაიცნოთ და დაიმეგობროთ ახალი თანამოაზრეები, მხარდამჭერები. სამომავლოდ საკმაოდ ხელსაყრელი პერსპექტივებით გაგანებივრებენ მოკავშირეები თუ საქმიანი პარტნიორები.

თევზები

ფუჭად არ დაკარგოთ არც ერთი წუთი. გამოიყენეთ ეს დღე და ეს პერიოდი სასარგებლო საქმეებისთვის, აღმშენებლობისთვის, შემოქმედებითად მიუდექით ყველაფერს. განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება სახლში, მყუდრო გარემოში მშვიდად მუშაობა.

კომენტარი