12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

იყავით ყურადღებით და ხელიდან არ გაუშვათ სასიკეთო შესაძლებლობები. იაქტიურეთ და შეეცადეთ იტრიალოთ მოვლენების ცეტრში. დღეს შეგიძლიათ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.

კურო

სასურველია გაერიდოთ ყოვედღიურ რუტინას და განმარტოვდეთ მშვიდ გარემოში, იფიქროთ რაც თქვენს გარშემო ხდება, მოუსმინეთ თქვენს ემოციებს, ჩაუღრმავდით თქვენს თავს და აუცილებლად იპოვნით პასუხებს ყველა საჭირო კითხვაზე.

ტყუპები

პოზიტიური და ამაღლებული განწყობით ირგვლივმყოფთა მხარდაჭერას იოლად მოიპოვებთ. საუკეთესო დღეა ახალი ნაცნობობის, ურთიერთობებისა და შემოქმედებისათვის. სიხარულს მოგიტანთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანების გვერდით ტრიალი.

კირჩხიბი

თუ სწორ მიმართულებას მისცემთ თქვენს ენერგიას და ღირსეული მიზნისკენ თავდაჯერებულ ნაბიჯებს გადადგავთ, წარმატებას მიაღწევთ ნებისმიერი ამბიციური გეგმის რეალიზებაში.

ლომი

ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, შესაძლოა ერთი შეხედვით უსიამოვნო გარემოება ან სიტუაცია იღბლიანობით შეიცვალოს და განგებამ ამგვარად მოგიძღვნათ სასიამოვნო სიურპრიზი.

ქალწული

დღეს დაბრკოლებები და სირთულეები მხოლოდ მწვერვალებისკენ სწრაფვითა და აზარტით აგავსებთ და კონკურენტებზე გამარჯვებისკენ გიბიძგებენ. თქვენი საბრძოლო შემართებაც წარმატების საწინდარია.

სასწორი

შესაძლოა საინტერესო წინადადებით მოგმართონ. კარგად დაფიქრდით, სასურველია მოიძიოთ ინფორმაცია ახალ საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა იყოს რაღაც გასაიდუმლოებული და არც ისე სარგებლიანი.

მორიელი

დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ წვრილმან გაუგებრობებს და ნუ ჩაიღრმავდებით უსიამოვნო დეტალებს ურთიერთობებში. ახლა დაშვებულმა შეცდომებმა შესაძლოა დაგირღვიოთ სულიერი წონასწორობა და მომავალში თქვენი ქმედების გამო ინანოთ.

მშვილდოსანი

მოულოდნელად შესაძლოა საჩუქარი ან მნიშვნელოვანი თანხა მიიღოთ, შესაძლოა ახალი თანამდებობის შემოთავაზება ან დაწინაურება, თუმცა მაქსიმალური ყურადღება გმართებთ, რადგან უნებურად ზიანი არ მიაყენოთ თქვენს რეპუტაციას.

თხის რქა

სასურველია დაკავდეთ ახლობელ ადამიანებთან გაუგებრობების მოგვარებით და სამომავლოდ არ გადადოთ სიტიუაციების გარკვევა. დარწმუნებული იყავით, რომ დღეს სწორად იქნება გაგებული და აღქმული თქვენი ნათქვამი სიტყვები და გრძნობები.

მერწყული

იმოქმდეთ პრინციპით - „შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“, ნაჩქარევი ქმედებები და გადაწყვეტილებები სასიკეთოდ არ აისახება თქვენს საქმიანობაზე და ამაოდ ჩაივლის დახარჯული შრომა და ენერგია.

თევზები

თქვენი მიზანდასახულობით, გამჭრიახობითა და გაბედულებით ყოველგვარ რთულ საქმეს წარმატებით გაართმევთ თავს. შესაშური და ეფექტურია დღეს თქვენი მოქმედება ნებისმიერი მიმართულებით.

კომენტარი