13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ ჩაერთვებით საეჭვო, ავანტიურულ გარიგებებსა და საქმეებში, დაეხმარეთ კოლეგებს სამსახურში, მაგრამ ნურავის მისცემთ უფლებას თავისი გეგმებისთვის გამოგიყენონ. ფრთხილად მაცდუნებელ წინადადებებთან.

კურო

აკონტროლეთ თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა, ნუ აჰყვებით შფოთსა და ნეგატიურ ემოციებს რათა თავიდან აიცილოთ თავის ტკივილი, უძილობა და სხვა. გამოიყენეთ არომათერაპია, ისეირნოთ სუფთა ჰაერზე.

ტყუპები

თქვენი ახალი პროექტები და ჩანაფიქრი ბევრ მხარდამჭერს შეგძენთ და მრავალ საინტერესო შემოქმედებით წინადადებასაც მიიღებთ. თქვენი იდეები მოთხოვნადიც იქნება და დიდ შემოსავალსაც მოგიტანთ.

კირჩხიბი

შესაძლოა თქვენი საქმიანობა ფულადი ან სხვა განსაკუთრებული ჯილდოთი წახალისდეს. თქვენი იდეები არა მარტო გამოგარჩევთ, არამედ აღიარებასაც მოგიტანთ.

ლომი

პირად ცხოვრებაში ურთიერთობები სასურველი გზით ვითარდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის იმდენად მტკიცე, რომ სერიოზული გადაწყვეტილება მიიღოთ.

ქალწული

სასურველია შეცვალოთ თქვენი შეხედულებები მიმდინარე მოვლენებისა და სიტუაციების მიმართ. მოუსმინეთ თქვენს ოპონენტებს, შეეცადოთ გაუგოთ მათ და გაითვალისწინოთ მათი მოსაზრებები.

სასწორი

არ მოადუნოთ ყურადღება მოწინააღმდეგეთა მიმართ, ეცადეთ ჩუმად იმოქმედოთ და როცა საჭიროა დროულად შეჩერდით, რათა თავი აარიდოთ დაბრკოლებებს და გამარჯვებაც იზეიმოთ.

მორიელი

ირგვლივ უამრავი ადამიანი ტრიალებს, განეწყვეთ ოპტიმისტურად, თქვენ შეძლებთ მოიზიდოთ ღირსეული მოკავშირეები და დაიწყოთ საკმაოდ პერსპექტიული პროექტის რეალიზება.

მშვილდოსანი

მოსალოდნელია მიიღოთ მეტად დროული საქმიანი შემოთავაზება და გადაწყვიტოთ თქვენი ფინანსური პრობლემები. ელოდეთ მეტად მნიშვნელოვან დავალებებს და შორეულ მგზავრობას.

თხის რქა

შესაძლოა დღეს საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოაჩინოთ და ახალმა ამბიციებმაც შემოგიტიონ. იყავით ნაკლებად კრიტიკული და არ აჰყვეთ არაკეთილმოსურნე ადამიანების ენებს, თამამად განაგრძეთ გზა დასახული მიზნისკენ.

მერწყული

პარტნიორებთან საქმიან შეხვედრებს ელოდეთ. თქვენი მჭერმეტყველებითა და საქმისადმი პროფესიული მიდგომით გარშემომყოფებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ.

თევზები

პოზიტიური განწყობის წყალობით მაგნიტივით მიიზიდავთ ადამიანებს, დღეს შეძლებთ ახლობლებთან ძველი უთანხმოებების მოგვარებას. ნუ გაფანტავთ დროსა და ენერგიას ყოველდღიურ წვრილმანებზე.

კომენტარი