სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის წესრიგში ახალი პარტნიორული ურთიერთობებია. მოსინჯეთ საკუთარი თავი ახალ ამპლუაში, ჩაატარეთ ექსპერიმენტები, ახლა მთავარია დაიწყოთ ცვლილებები.

კურო

გაუგებრობების ალბათობა დიდია, განსაკუთრებით თქვენს ირგვლივ კოლეგებსა და თანამშრომლებს შორის, თქვენ შეძლებთ დაარეგულიროთ სიტუაცია და უფროსობისგან შექებაც დაიმსახუროთ.

ტყუპები

გაუგებრობების მიზეზები ჯობია საკუთარ თავში ეძებოთ, შესაძლებლობა გექნებათ პარტნიორებთან ერთად მოიძიოთ საერთო მიზნები და კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე შეთანხმდეთ.

კირჩხიბი

ამ ეტაპზე სჯობს საკუთარ პრობლემებს მიხედოთ და ახლობლების საქმეებით მოგვიანებით დაკავდეთ. მეტი დრო დაუთმეთ პირად-სასიყვარულო თემას და ყურადღება მიაქციეთ მიღებულ ინფორმაციებს.

ლომი

მშვენიერი დროა სიყვარულისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ვერავინ და ვერაფერი შეძლებს ნეგატიურად იმოქმედოს თქვენს დიდსულოვნებასა და კეთილგანწყობაზე, შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი წარმატებებით!

ქალწული

ზედმეტი ემოციურობით ახლა საქმეს ვერ არგებთ, გქონდეთ მზაობა იმოქმედოთ სწრაფად და ეფექტურად, შეცვალეთ გეგმები ვითარების შესაბამისად და მოიძიეთ საჭირო კავშირები.

სასწორი

ამბიციური მიზნების მისაღწევად დაუღალავი შრომა და გონიერებაა საჭირო, შექმენით ოჯახში ჰარმონიული და კომფორტული გარემო, გარდაქმნები ყველგან დროულია.

მორიელი

არც ისე მარტივია დაპირებების შესრულება და წამოჭრილი პრობლემების მოგვარება, შესაძლოა ამისთვის დიდი ძალისხმევაც დაგჭირდეთ, მაგრამ დაწყებული აუცილებლად მიიყვანეთ ბოლომდე.

მშვილდოსანი

ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება, ნებისმიერ საქმეში შედეგები ბევრად იქნება დამოკიდებული თქვენს დიპლომატიურ უნარებზე და მოქნილობაზე.

თხის რქა

გაურკვევლობა და გაჭიანურებული საქმეები თითქოს ძალას გართმევთ, ეცადეთ ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ გათავისუფლდეთ ამ ტვირთისგან და რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროთ ისინი.

მერწყული

შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ ნათესავის ან ახლობლის წარმატების შესახებ, ეს სიახლე თქვენს ოჯახში დიდი ცვლილებებისა და ცხოვრების სასიკეთოდ შემობრუნების მიზეზიც შეიძლება გახდეს.

თევზები

დღის ყველაზე აქტუალური თემა პარტნიორული ურთიერთობებია, შესაძლოა მოგიწიოთ მგზავრობაც, ნუ ენდობით ახალ ნაცნობებს და გზებზე ნუ მოადუნებთ ყურადღებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100