10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, ასევე ყურადღება მიაქცეთ კვებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ენერგოტონუსის ასამაღლებლად გადით ბუნებაში.

კურო

კარგი დროა თქვენი მიზნების რეალიზაციისთვის, გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მხარში დაგიდგებიან და დიდი ხნის გადაუჭრელი საკითხების დალაგებაში დაგეხმარებიან.

ტყუპები

მოუსვენრობა და ცუდი წინათგრძნობა მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ, ყურადღება მიაქციეთ თქვენს შეგრძნებებს. მეტი დრო დაუთმეთ გარეგნობაზე ზრუნვას და დიეტას.

კირჩხიბი

შესაძლოა მწვერვალები ვერ დაიპყროთ, მაგრამ ხალისიანი განწყობა ბევრ კარგ ცვლილებას მოგიტანთ, ასეთი შემართებით ყველა ამოცანას წარმატებულად გაართმევთ თავს.

ლომი

თქვენი გამჭრიახობითა და საზრიანობით ნებისმიერ საჭირბოროტო საკითხს მშვიდობიანად მოაგვარებთ და სწორ არჩევანს გააკეტებთ, იყავით მხნედ, დატკბით სამყაროს მშვენიერებით.

ქალწული

ახლა სიზარმაცის დრო არ არის, ცხოვრება თქვენგან მეტ გაბედულებას მოითხოვს, შესაძლოა საკუთარ თავთან ბრძოლაც კი დაგჭირდეთ, დაისახეთ მიზნები და გადადგით თამამი ნაბიჯები მათ განსახორციელებლად.

სასწორი

მოერიდეთ დაპირისპირებებს და არაკეთილმოსურნეებთან კომუნიკაციას, ნუ მიიღებთ მონაწილეობას ისეთ საკითხებში, რომელიც არ გსიამოვნებთ, რისი გაკეთებაც არ გინდათ.

მორიელი

პირადი და საზოგადოებრივი საკითხები ერთმანეთში გადაიხლართება და შესაძლოა პრიორიტეტებში გარკვევა გაგიჭირდეთ, თუმცა ფინანსური საკითხები უკეთესად განვითარდება და კმაყოფილიც დარჩებით.

მშვილდოსანი

პლანეტა ვენერა დიდ სიურპრიზებს გპირდებათ, განსაკუთრებით თუ ხშირად მოგზაურობთ. გზები, რომანტიული თავგადასავლები, ეს ის თემებია, რომლებიც ავსებენ და ალამაზებენ თქვენს ცხოვრებას.

თხის რქა

არის საკითხები რომელსაც ხმამაღლა არ განიხილავენ და საერთოდ მარტო უმკლავდებიან. ირგვლივმყოფი ადამიანები ამ დროს მხოლოდ ხელს გიშლიან და დისკომფორტს გიქმნიან. სასურველია გონივრულობა და გამოცდილ პროფესიონალთან კონსულტაცია.

მერწყული

კარგი განწყობა და მოხერხებულობა დაგეხმარებათ სასიკეთოდ შეცვალოთ ნებისმიერი სიტუაცია და შექმნათ სასურველი გარემო კომფორტული ცხოვრებისათვის.

თევზები

სასურველია მეტი ურთიერთობა მეგობრებთან, ახლობლებთან, იმხიარულეთ, განიტვირთეთ სასიამოვნო გარემოში. ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, დაისვენეთ და ყველაფერი კარგად იქნება.

კომენტარი