14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გადახედეთ პარტნიორულ ურთიერთობებს ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ განიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც გაღელვებთ და თქვენში ეჭვს იწვევს.

კურო

დრო დადგა მოიმკათ თქვენი დაუღალავი შრომის შედეგები და მიიღოთ შთამბეჭდავი შემოსავალიც, მთავარია არ მოდუნდეთ და ბოლომდე მიყვანოთ დაწყებული საქმეები.

ტყუპები

პირად საკითხებში სასიამოვნო მოულოდნელობების ალბათობაა, უარს ნუ იტყვით რომანტიულ საღამოზე. მეტი დრო დაუთმეთ თქვენი ცხოვრების მოწესრიგებას.

კირჩხიბი

შესაძლოა სამსახურში გარკვეულ გაუგებრობებს ჰქონდეს ადგილი. თანამშრომლებთან სირთულეები ჯობია არ გადადოთ და დროულად, დიპლომატიური საუბრით მოაგვაროთ.

ლომი

საუკეთესო დროა იმისთვის, რომ წარსულში დატოვოთ ყოველივე, რაც ხელს გიშლით და გაბრკოლებთ წინსვლაში, ეს შესაძლოა იყოს ძველი არაფრისმომტანი კავშირები, ძველი ნივთები, მავნე ჩვევები, გათავისუფლდით ყოველგვარი ტვირთისგან და გალაღდით.

ქალწული

შეაფასეთ თქვენი მიღწევები, შედეგები სამაგალითოა, ახლა სრული უფლება გაქვთ დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და კარგ დასვენებაზეც იფიქროთ.

სასწორი

შესაძლოა ხანმოკლე მოგზაურობის დროს სიურპრიზი მოგიმზადონ ან რომანტიულ ვახშამზე სასიამოვნოდ გატაროთ დრო. რაც შეეხება საქმიან სფეროს ელოდეთ საინტერესო შემოთავაზებას.

მორიელი

დაგეგმეთ რომანტიული საღამო, სასურველია ქალაქგარეთ გახვიდეთ. მეტი მზრუნველობა და გულისხმიერება გამოიჩინეთ მშობლებისა და სხვა ოჯახის წევრების მიმართ.

მშვილდოსანი

ახალი პოზიტიური ცვლილებებისთვის მოემზადეთ როგორც პირად ცხოვრებისეულ საკითხებში, ასევე საქმიანობაში. ახლა თქვენ მზად ხართ საკუთარ თავზე იტვირთოთ არაერთი პრობლემის მოგვარება.

თხის რქა

პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში არ უგულვებელჰყოთ საკუთარი გამოცდილებები წარსულიდან და კარგად გაიაზრეთ რეალობა და მომავალი.

მერწყული

დღეს შესაძლოა თავი დაუცველად იგრძნოთ, მაგრამ ნუ შეშფოთდებით, თქვენ ნამდვილად შეგწევთ ძალა ადაპტაცია მოახდინოთ ახალ გარემოებებში.

თევზები

ფხიზლად მიადევნეთ თვალი მიმდინარე ცვლილებებს, არ გამოგეპაროთ მნიშვნელოვანი შანსები. კოლეგებთან კარგი ურთიერთობები ძალიან დაგეხმარებათ საქმიან სფეროში განვითარებაში.

კომენტარი