27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს არ დაგჭირდებათ ბევრი ფიქრი და განსაკუთრებული ხერხებისა თუ ეშმაკობის გამოყენება, რათა მოახდინოთ თქვენი პოტენციალის რეალიზება მაქსიმალური შედეგებით.

კურო

მართალია ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები გაფორიაქებთ, მაგრამ საოცრად ოპტიმისტურად და ბედნიერად გრძნობთ თავს, სასურველია შეიტანოთ კორექტივები თქვენს მიზნებსა და გეგმებში და შეცვალოთ საქმისადმი დამოკიდებულება.

ტყუპები

დღეს გაქვთ შანსი ყველაფერს თავის ადგილი მიუჩინოთ, ასევე შეძლებთ გადაწყვიტოთ მნიშვნელოვანი საკითხები ან გადამწყვეტ ფაზას მიუახლოვდებით პროექტების დასრულების მხრივ.

კირჩხიბი

ამ პერიოდში მთავარია არა იმდენად თქვენი პროფესიონალიზმის გამოვლენა, რამდენადაც ადამიანებთან ურთიერთობებისა და მოლაპარაკებების წარმოება. ამაში დაგეხმარებათ თქვენი ძველი გამოცდილებები.

ლომი

ყურადღება მიაქციეთ მიმდინარე მოვლენებს და იმოქმედეთ რეალობის გათვალისწინებით, შესაძლოა იძულებითი ნაბიჯების გადადგმაც მოგიწიოთ, მაგრამ ახლა ეს ყველაზე ოპტიმალურია, მიჰყევით გულის კარნახს და არ ინანებთ.

ქალწული

დიდი ალბათობი თქვენი ჩანაფიქრი გაამართლებს, მიუხედავად თქვენს ირგვლივ აგორებული ჭორებისა და მითქმა-მოთქმისა, წერტილს დაუსვავთ და დღის სინათლეს მოჰფენთ ყველა გაურკვევლობას.

სასწორი

ყურადღებას საჭიროებს პირადი ურთიერთობები, მარტოხელა სასწორის ნიშნის წარმომადგენლებს შესაძლოა მნიშვნელოვანი ნაცნობობა ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი საკითხების მოგვარება დასჭირდეთ.

მორიელი

შეეცადეთ დაკარგული დრო რაიმე ფორმით შეავსოთ და აქტუალურ პრობლემებს გამოცდილი ადამიანის თვალით შეხედოთ.

მშვილდოსანი

დაზოგეთ და სწორად გადაანაწილეთ თქვენი ძალა და ენერგია. უხვი კომუნიკაციები საჭიროებს გაფილტვრას, რათა ფუჭად არ დაკარგოთ ძვირფასი დრო. კარგად დაფიქრდით და სწორად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები.

თხის რქა

დღეს შესაძლოა თქვენი ცხოვრების მთავარი დანიშნულება შეიცნოთ, მიზნები რომლებისკენაც გეზი გაქვთ აღებული ხშირად იცვლება და ამით თითქოს რეალობას შორდებით. შეეცადეთ გაერკვეთ პრიორიტეტებში და გახსოვდეთ, თქვენ ხართ მესაჭე ცხოვრების გზაზე.

მერწყული

მოემზადეთ ახალი პროექტებისათვის, ყურადღება გამოიჩინეთ როგორც პირად, ასევე სამსახურეობრივ სფეროში. ნებისმიერი სახის წამოწყებები წარმატების მომტანი იქნება.

თევზები

გააანალიზეთ ძველი შეცდომები და დაისახეთ სამომავლო გეგმები, შეგიძლიათ დაიწყოთ საკუთარი პერსპექტიული საქმეც.

კომენტარი