სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექიმები საფრთხის შემცველი ანტისეპტიკის შესახებ გვაფრთხილებენ

არასწორად დამზადებული ანტისეპტიკი ვერ შეძლებს კორონავირუსის განადგურებას და ინფექციის განვითარების რისკს ზრდის - ფარმაკოლოგები სახლში მომზადებული ანტისეპტიკური საშუალების საშიშროების შესახებ საბრობენ. არასაკმარისი ალკოჰოლის შემცველობა მიგვიყვანს იქამდე, რომ ხელები არ იქნება საკმარისად დამუშავებული, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის ინფექცია.

ჯანმო რეკომენდაციას უწევს მხოლოდ ალკოჰოლზე დამზადებულ ანტისეპტიკს, რომლის შემცველობა 62% -ზე მეტი უნდა იყოს ხსნარში, რადგან დარჩენილი ნაერთები საკმარისად ეფექტური არ არის.

”თქვენ იტყვით, რომ ხელები დაიმუშავეთ, მაგრამ, თქვენ ისინი ფაქტობრივად არ დაგიმუშავებიათ და ეს შეიძლება იყოს საბედისწერო შეცდომა. ამიტომ, გირჩევთ იყიდოთ ალკოჰოლზე დამზადებული ანტისეპტიკი, ამ შემთხვევაში გარანტირებულია ვირუსის მოკვლა რამდენიმე წუთში. ”- გვირჩევენ ფარმაკოლოგები

ექიმები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქლორჰექსიდინზე დაფუძნებული ანტისეპტიკები კლავს მხოლოდ ბაქტერიებს და არაეფექტურია ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში.


უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100