სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ის საქმე რითიც გატაცებული ხართ ამჟამად საერთოდ არაა თქვენთვის მნიშვნელოვანი. უმჯობესია გადახედოთ თქვენს საქმეებს და პრიორიტეტები დასახოთ, დროა მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ თავს და იმას თუ რა გჭირდებათ თქვენ. დღეს მოგიწევთ რთული არჩევანის გაკეთება, დაფიქრდით რისი დათმობა შეგიძლიათ, იმისათვის რომ ნაკლები დაკარგოთ.

კურო

ვარსკვლავები საკმაოდ აქტიურ და მოულოდნელობებით აღსავსე დღეს გპირდებიან. შესაძლოა თავი უმნიშვნელო ფინანსურმა სიძნელეებმაც იჩინოს, თუმცა მათ მოგვარებას დღის ბოლოს მეგობრების დახმარებით იოლად შეძლებთ. სამაგიეროდ ამ დახმარების საფუძველზე გამორიცხული არაა ძალზე პერსპექტიულ სამომავლო პროექტს ჩაუყაროთ საფუძველი. წარმატების შანსი ერთი ორად იზრდება, თუკი თქვენ ხელოვნების სფეროს ან ბეჭდური მედიის წარმომადგენელი ბრძანდებით. კარგი დღეა საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების ასამაღლებლად.

ტყუპები

დღეს თქვენ შეძლებთ მაქსიმალურად გაერკვეთ და სრულყოფილად გაათვიცნობიეროთ თქვენი პრობლემები და მოვალეობები. ასევე ჩნდება შესაძლებლობა დაკავდეთ ჯანმრთელობის საკითხით. მაგალითად შეგიძლიათ დაიწყოთ მკურნალობის კურსი ან განახორციელოთ ქირურგიული ჩარევა. სასურველია დღეს "იჩქაროთ ნელა". იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ არ მოგწონთ მსგავსი შეჩერებები.

კირჩხიბი

დღეს გამორიცხეთ თქვენი ტაქტიკიდან ნებისმიერი სიჩქარე. წინდახედული და წინასწარ გათვლილილი მოქმედებანი მოგიტანთ უფრო დიდ სარგებელს. ვნებიანი გრძნობები ამ დღეს რეგულირდება საღი გონებით. სიყვარულში მიუხედავად დიდი გრძნობებისა ცდილობთ იმოქმედოთ ფრთხილად. ისეთი თვისებები როგორიცაა კრიტიკულობა, ეჭვიანობა წაგადგებათ ინტიმურ ურთიერთობებში, რა თქმა უნდა თუ მათ ზომიერების ფარგლებში გამოამჟღავნებთ.

ლომი

თქვენი ოჯახური, ყოფითი საქმეები განვითარდება საკმაოდ ნაყოფიერად და წარმატებულად, თუ თქვენ დათანხმდებით შეხედოთ მოვლენებს საღი გონებით და არ დაიწყებთ ოცნებას არარეალურზე. იგივე წესები ფაქტიურად შეუცვლელად მოქმედებს ნებისმიერ თქვენ ფინანსურ პროექტებზე. თუ თქვენ აპირებთ საოჯახო საგნის შეძენას,აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას რომ ხარისხი და ფასი ერთმანეთს შეესაბამებოდეს. შეგიძლიათ დაარეგულიროთ თქვენი ფულადი ვალდებულებანი,საეჭვოა მათგან თავის დახსნა შეძლოთ.


ქალწული

დღეს იმატებს დეპრესიული მდგომარეობა დადებით სიტუაციებშიც კი. გონებრივი სამუშაო შენელდება და შეხვდებით არასასიამოვნო ფაქტებს . შეგიძლიათ ელოდოთ წარმატებებს ნებისმიერ საქმიანობაში, გესაჭიროებათ ყურადღების კონცენტრაცია. ეცადეთ გამორიცხოთ დღევანდელი დღიდან რისკიანი ქმედებანი და ფულადი ხარჯები . თქვენი ეკონომიურობა შეგიძლიათ გამოავლინოთ ყოველდღიურ ურთიერთობებში.


სასწორი

დღეს თქვენი გონება და ემოციები საოცარ ურთიერთჰარმონიაშია. ეს კი დღის მანძილზე წარმოქმნილი პრობლემების, ოსტატურად მოგვარებასა და კონფლიქტური სიტუაციების დროულად აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. თუმცა უმჯობესი იქნება თუ, ნებისმიერი სახის სპონტანური გადაწყვეტილების მიღებას, განსაკუთრებით თუ ეს საქმიან ან ფინანსურ სფეროებს შეეხება, თავს აარიდებთ ან ხვალისთვის გადასდებთ. საღამო უმჯობესია ოჯახის წევრებთან ერთად, ან უახლოესი მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.

მორიელი

დღეს გაცილებით იოლად შეძლებთ წესების და მოვალეობების შესრულებას ვიდრე სხვა დროს. შეგიძლიათ ზოგიერთ ძველ თვისებას დაუბრუნდეთ, რომლებიც გეხმარებოდნენ თავის მართვაში და საჭირო გეგმით მოქმედებაში. დღეს აქტუალურია პროფესიული ფორმის შენარჩუნება. თქვენს საქციელში შეიმჩნევა ეკონომიურობა, რომელიც გამართლებულია ამ ეტაპზე. ნუ გაგაღიზიანებთ თუ თქვენს პატნიორს სამსახურში ან პირად ცხოვრებაში არ ესიამოვნება თქვენი ამგვარი საქციელი. თუმცა თუ გარკვევით აუხსნით მიზეზებს აუცილებლად დაიბრუნებთ ძველ იმიჯს.

მშვილდოსანი

დღე საკმაოდ რთული იქნება, განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. შეეცადეთ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისას ცივი გონებით იხელმძღვანელოთ და ემოციებს ნაკლებად აჰყვეთ. გახსოვდეთ, დღეს პროფესიულ ასპარეზზე წარმატების მიღწევას, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ამბიციურობის გაკონტროლების ხარჯზე თუ მოახერხებთ. დღევანდელი დღე, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გარკვევის თვალსაზრისითაც არ მოგცემთ სასურველ შედეგს, რადგან თქვენს არგუმენტებს იგი, ძალზე არასერიოზულად მოეკიდება.

თხის რქა

თუმცა დღეს თქვენი შემოქმედებითი პოტენციალისა და ფიზიკური შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალება ნაკლებად მოგეცემათ, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მოახერხებთ საკუთრი მიზნების განხორციელებას და ამ ფაქტითაც ერთობ კმაყოფილი დარჩებით. მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდეთ, საქმიან დოკუმენტაციასთან და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ, ნებისმიერ საკითხს, რადგან დღეს ამ კუთხით საბედისწერო შეცდომის დაშვების ალბათობა ძალზე დიდია.

მერწყული

დღეს თქვენში სიახლისა და ნოვაციის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ შეგიძლიათ ნებისმიერ, ახალ საქმეს თამამად მოჰკიდოთ ხელი ან უბრალოდ რემონტი წამოიწყოთ სახლში. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. მართალია დღის ბოლოს, შესაძლოა საკუთარ თავსაც ვერ აუხსნათ, სად ან რაში დახარჯეთ ამდენი ფული, მაგრამ ფინანსური საკითხები დღეს თქვენთვის არც ისე მტკივნეული თემაა. მთავარია ზომიერების გრძნობამ არ გიღალატოთ და შეჩერება იქამდე მოასწროთ, სანამ მთელი თვის დანაზოგს გაატანდეთ ქარს.

თევზები

იყავით ყურადღებით: თქვენი შეხედულებები იმაზე თუ როგორ ცხოვრობენ სხვა ადამიანები შესაძლებელია ძალზედ მკაფიოდ განსხვავდებოდეს რეალობისაგან. ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნება, რელიგია თქვენ აგრეთვე შესაძლებელია გელოდეთ იმედგაცრუება. იმისათვის რომ უკეთესი განწყობა და ორიენტაცია შეინარჩუნოთ, უმჯობესია ნაკლებად გაერთოთ იდუმალი და ამოუცნობი საქმეებით. დღეს გეძლევათ შესაძლებლობა ღიად გამოავლინოთ ორიგინალური მოსაზრებები და პირდაპირი იყოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100