7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი და ეცადეთ, გარშემო მყოფების საქმეებში, კონფლიქტებში არ ჩაერიოთ. უფრო მეტიც, არ დაუჭიროთ მხარი არც ერთ მოკამათეს.

კურო - საინტერესო შემოთავაზებების დღეა. ყურადღება გაამახვილეთ დეტალებზე. საღამო საქმეებისგან გამოითავისუფლეთ და ის დროის სასიამოვნოდ გატარებას დაუთმეთ.

ტყუპი - დღეს ცხოვრება მიგახვედრებით, რომ სანამ თავად არ გააქტიურდებით და პროექტებს თავად არ უხელმძღვანელებთ, არაფერი გამოვა. იყავით მეტად მიზნამიმართული, სურვილების ასრულების დრო დაგიდგათ.

კირჩხიბი - დაფიქრდით, რა გიქმნით შფოთისა და შიშის მიზეზს. გაანალიზეთ, ვის შეუძლია თქვენი დახმარება, რა უნდა მოიქმოქმედოთ თავად. მოერიდეთ კონფლიქტებს და კარგად შეაფასეთ თქვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ლომი - დაძაბულობა მოიმატებს და ეცადეთ, მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ეცადეთ, სამსახურის საქმეების გამო არ გაუფუჭოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

ქალწული - უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი და ეცადეთ, საღამოს მაინც დაისვენოთ შვიდ გარემოში. ყური დაუგდეთ გარშემო მყოფების რჩევებს, მაგრამ მშვიდად შეხვდით სიახლეებს, უსიამოვნოსაც კი.

სასწორი - მშვიდი და მარტივი საქმეები მოაგვარეთ. არ გადაიტვირთოთ ფიზიკურად. მოერიდეთ ფულის ფლანგავს. ჩამოწერეთ ის სფეროები, სადაც ფულის

დაზოგვას შეძლებთ.

მორიელი - გარშემო მყოფები თქვენ მიმართ სიმპათიით არიან განწყობილნი და ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ. დაეხმარეთ ყველას, ვინც რჩევისა და ფულისთვის მოგმართავთ.

მშვილდოსანი - თუ ბოლო დროს უცნაური დამთხვევების სერია გქონდათ უნდა დაფიქრდეთ, იქნებ, რაღაც იცვლება თქვენს ცხოვრებაში. საღამო ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა
- გარშემო მყოფების ყურადღება თქვენი აქტიურობითა და საქმის ცოდნით მიიქციეთ. ეცადეთ, ახლაც არ დაეცეთ მათ თვალში. სასიამოვნო ნაცნობობაც გელით.

მერწყული - შიშებისა და გაურკვევლობების პერიოდი დასრულდა. დღეს აქტიურად უნდა იმოქმედოთ. მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებაში ახლობლები დაიხმარეთ. არაფერზე იდარდოთ, ცოტა ხანში სიტუაცია თქვენთვის სასარგებლოს შეტრიალდება.

თევზები - მშვიდ, აპათიურ სიტუაციაში ხართ და საერთოდ არ გსურთ აქტიურად მოქმედება, საქმეების მოგვარება. გარშემო მყოფების აგრესიულობას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ნურც კამათში ჩაერევით.

კომენტარი